ფეხბურთი

18:22 | 6.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

apasport: იაშვილმა კარიერა დაასრულა

ბაქოს “ინტერის” ქართველი ლეგიონერი ალექსანდრე იაშვილი გუნდს თურქეთში შეკრებაზე არ გაჰყვა. აზერბაიჯანული ინტერნეტპორტალის apasport.az-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი ისაა, რომ 36 წლის ფეხბურთელმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

ცოტა ხნის წინ, იაშვილმა “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში, “ინტერში” მიმდინარე წლის დეკემბრამდე თამაში არ გამორიცხა. თუმცა, საბოლოოდ, ბაქოელებთან კონტრაქტი აღარ გააგრძელა და ამჟამად თბილისშია.

0.115673