თამაშგარე

14:42 | 5.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანგელა მერკელს “ბორუსია“ შეუყვარდა

გერმანიაში ყველამ იცის, რომ მათი ქვეყნის პირველი პირი, კანცლერი ანგელა მერკელი, მიუნჰენის “ბაიერნის“ ქომაგია და ყველაზე ტიტულოვანი გერმანული კლუბის მიმართ ანგელა დეიდას არაერთხელ გამოუხატავს სიყვარული და არც შექების სიტყვები დაუშურებია.

თუმცა, ამასწინათ გერმანიის სპორტის მესვეურებთან შეხვედრის დროს, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ იურგენ კლოპის პერსონითა და მისი გუნდით აღფრთოვანებულია და უკვე წელიწადზე მეტია, დორტმუნდის “ბორუსიას“ გულშემატკივარი გახდა.

პოლიტიკოსების ამბავი კარგად მოგეხსენებათ და არც მათი მხრიდან ადრე ნათქვამი სიტყვების გადათქმები გვიკვირს ვინმეს, მაგრამ მიუნხენელი გულშემატკივრები მერკელის “ბორუსიასადმი“ ტრფობამ ძალიან გაანაწყენა და თურმე იმუქრებიან – “ალიანს არენაზე“ მაგისი სიფათი აღარ დავინახოთო. მერკელს უზამენ ეგენი რამეს? მეტი არაა ჩემი მტერი... 

0.150549