ჩოგბურთი

15:38 | 27.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანდუხარის მესამე ტიტული

28 წლის ესპანელმა პაბლო ანდუხარმა კარიერის განმავლობაში თავისი მესამე ტურნირი მოიგო. 2011 და 2012 წლებში სადღეისოდ რეიტინგსიის 71-ე ნომერმა პირენელმა მაროკოს ქალაქ კასაბლანკაში იმარჯვა, დღეს კი შვეიცარიის გშტაადის ფინალში არგენტინელ ხუან მონაკოს 6:3, 7:5 მოუგო.

ანდუხარისა და 30 წლის პატაგონიელი მონაკოს (კლასიფიკაციის 105-ე ადგილი) გადამწყვეტი მატჩი საათსა და 33 წუთს გაგრძელდა. ესპანელის ანგარიშზე 4 ბრეიკი და ერთიც ეისია. ეს მეტოქეები ერთმანეთს დღეს პირველად დაუპირისპირდნენ.

გშტაადში მოპოვებული წარმატების შედეგად ანდუხარმა 77315 ევრო და 250 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

0.135047