ფეხბურთი

21:03 | 19.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეი ბალი: “გურია”? იქნებ ცოტა ადრე გაგეფრთხილებინეთ”

 

მეორე დღეა არ წყდება საუბარი წარსულში ცნობილი ფეხბურთელისა და ამჟამად კიევის “დინამოს” ერთ-ერთი მწვრთნელის, ანდრეი ბალის ლანჩხუთის “გურიაში” შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. საიდან აგორდა ეს ხმები არავინ იცის, მაგრამ იმდენად აქტუალური გახდა, რომ ხუთშაბათს “სპორტ- ექსპრესის” უკრაინული გამოცემის ჟურნალისტები პირადად დაუკავშირდნენ მას.

“ვზივარ და ვვახშმობ. ამ დროს ერთი ნაცნობი მირეკავს: გამარჯობა, გენაცვალე, უკვე საქართველოში ხარო? მაშინვე მივხვდი რაშიც იყო საქმე, ინტერნეტშიც გადავამოწმე და ვუთხარი: ცოტა ადრე მაინც გაგეფრთხილებინეთ, მცირეოდენ ქართულს მაინც ვისწავლიდი მეთქი. საიდან მოაქვთ ასეთი ჭორები ვერ გამიგია,” – განაცხადა ბალმა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119838