ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა, პრესასთან საუბარში განაცხადა, რომ გარეტ ბეილს მადრიდის “რეალში” გადასვლის უდიდესი სურვილი ჰქონდა და ამიტომ, ინგლისელები მის შენარჩუნებას ვერანაირად ვერ მოახერხებდნენ.
24 წლის უელსელის “სამეფო კლუბში” გადასვლა-არგადასვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია მთელი ზაფხულის განმავლობაში ვრცელდებოდა და საბოლოოდ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სამი დღით ადრე, მხარეები შეთანხმებამდე მივიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ლონდონელებს საკუთარი გუნდის ლიდერის გაშვება დიდი ხნის განმავლობაში არ სურდათ, საბოლოოდ, სარფიან წინადადებას მაინც დათანხმდნენ. ამასთან, პორტუგალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ფეხბურთელი, რომელიც თავს ბედნიერად არ გრძნობს, გუნდს წარმატებას ვერ მოუტანს და ბეილის შენარჩუნებას აზრი აღარ ჰქონდა.
“რეალისა” და თავად მოთამაშის მხრიდან უდიდეს ზეწოლას განვიცდიდით. რაღაც ეტაპზე მივხვდით, რომ მოთამაშის ძალით შეკავებას აზრი არ ჰქონდა, რადგან ის, მომავალში ისეთივე მონდომებით არ იმუშავებდა, როგორც მანამდე. სწორედ ამიტომ გადავწვიტეთ მისი მადრიდში გაშვება. ამასთან, ჩვენ კმაყოფილი უნდა ვიყოთ, რადგან “რეალმა” თითქმის სრულად გადაიხადა ის თანხა, რასაც ჩვენ ვითხოვდით. პარალელურად, ჩვენ რამდენიმე ისეთი მოთამაშით გავძლიერდით, რომლებიც წარმატების მიღწევაში უცილობლად დაგვეხმარებიან”, - განაცხადა ვილაშ-ბოაშმა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თუ ვერ გავა ლიგაზე მაგასაც ვნახაავთ.......
პაულინიო, ლამელა, სოლდადო, ერიქსენი, ჰოლტბი....სერიოზული ფეხფურთელები დაიტრიეს, თან ახალგაზრდები არიან ყველა (სოლდადოა შედარებით უფროსი) რას ნიშნავს???? რას და ტოტენჰემს სერიოზული შემადგენლობა, სერიოზული სათადარიგო სკამით ეყოლება, რაც ბოაშს საშუალებას მისცემს, რომ როტაციას მიმართოს, ფეხბურთელებიც დაასვენოს და ნაკლებად ქონდეს ჩავარდნა გადაღლის გამო... ამიტომ შეიძლება სეზონი უფრო სტაბილურად ჩაატაროს და ლიგის საგზურსაც გამოკრას ხელი.... ნუ ვნახოთ.... ჟოზეს ეტოო დაუთრევია და ტყუილად არა ალბათ....მანიუს მწვრთნელი შეეცვალა, სიტისაც....ანუ იბრძოლებს სერიოზულად ლიგისთვის....
alcantara_
ტოტენჰემზე ძლიერად ბევრს მიაჩნია 5გუნდი პრემიერლიგაში, მოდი მითხარი სხვა ჩემპიონატში ესეთი შემადგენლობით 3ე გუნდი რომელ ჩემპიონატში არიქნებოდა?
ტოტეეე
ამათ რა უნდათ ლიგაზე..
ბეილის ფასად 6-7 კარგი ფეხბურთელი დაიმატეს რეალს რო ამხელა ინტერესი არ გამოეჩინა იაფადაც დაითრევდა
რას ლაპარაკობთ კაცო ეპლში ტოტეც იბრძვის ჩემპიონობისთვის სხვა 5-6 გუნდთან ერთად სუონსისაც აქ შანსი ევერტონსაც
ბარსა რეალი და დალშე ხუ ივო ზნაეტ
მანჩესტერი, სიტი, ჩელსი, არსენალი, ლივერპული რომელი არ იბრძვის ჩემპიონობისთვის მომიყვანე მსგავსი მაგალითი ლა ლიგადან
ესენი მეხუთეზეც ვერ გავლენ!
იდეაში 6-ე ადგილია ალბათ ამათთვის გამზადებული და კიდევ რომელიმე თასზე უნდა იბძოლონ..
ესენი ვერ გავლენ ლიგაზე
წელს ტოტენჰემი მახსიმუმ შარშანდელ შედეგს გაიმეორებს...აი მაქსიმუმ..იმიტომ რომ ჩემის აზრით წელს მასზე ძლიერი უკვე 5 გუნდია პრემიერ ლიგაში...ჩამოთვლას არ დავიწყებ ვიცით ყველამ ვინც არიან...
1) იუნაიტედი
2) სიტი
3) ჩელსი
4) არსენალი
5ე რომელია?? პლიუს ამ 4საც სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევს, შეთამაშება უნდათ თორე საკმაოდ გაძლიერდნენ...
ლივერპული
რავიცი მასე გადაჭრითაც ნუ იტყვი, ძალიან მაგარი სასტავი ყავს...
----------------ლორისი-------------------
---უოლკერი-დაუსონი-ვერტონგენი-როუზი---
ლენონი-პოულინიო-ერიქსენი-სანდრო-დემბელე
----------------სოლდადო-----------------
და ზამენაზეც მაგარი ხალხი რჩება, ისეთები როგორებზეც არცერთი გუნდი არიტყვის უარს.... ჰოლტბი-სიგურდსონი-კაპუე-დეფო-ლამელა, ადებაიორი...
თაუნსენდი
) *რაკში არ გაერჭოს ლივერპულს ტოტე,წელს სტივჯი ხდება ჩემპიონი მკიდია
თითქმის სრულიად გადაიხადაო რასაც ვიტხოვდითო ამ დიშლებს აშკარად 120 მილიონი უნდოდათ
120 მილიონს ითხოვდნენ ფეხბურთელში რომელსაც მხოლოდ ერთი ინდივიდუალური ტიტული აქვს...მაგარი უნამუსოები არიან ესენიც..
უნდა გაეშვათ
მაყუთიც იშოვეს და იგროკებიც დაიმატეს
ვენგერმა გასცა ძალიან სწორი პასუხი ტოტენჰემის მიერ ფეხბურთელების დამატებას ინტერვიუში
არ წამიკითხავს სიმართლე რო გითხრა
ტოტენჰემის თამაშის შემდგომი ინტერვიუა სადაც ეკითხებიან რომ აი მაგალითად ტოტენჰემმა ამდენი შენაძენი გააკეთა და არსენალი რატომ არ/ვერ ყიდულობს ფეხბურთელებესო...

ვენგერმა კი უპასუხა რომ ის მხოლოდ მსოფლიო დონის ფეხბურთელების ყიდვითაა დაინტერესებული და ასეთი ფეხბუღტელების შეძენა კი ძალიან ძნელია, მაგრამ დაგველოდეთ და სიურპრიზს გპირდებითო...
ამ ინტერვიუდან ადვილია იმის მიხვედრა რომ ვენგერი არც ერთ ტოტენჰემის ახალ შენაძენზე არ არის მაღალი აზრის
მართალი ხარ ბუაშ