როგორც მოსალოდნელი იყო, ანდალუსიური დერბი ძალზე დაძაბული გამოვიდა, მაგრამ „ბეტისმა“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8–ფინალისტი „მალაგა“ მაინც იოლად დაამარცხა. მეტწილად, ეს იმან განაპირობა, რომ „ბენიტო ვილიამარინის“ ბინადრები პირველსავე წუთზე დაწინაურდნენ – კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თავი ხორხე მოლინამ დაუხვედრა და „ბეტისი“ წინ გაიყვანა.
რამდენიმე წუთში, მასპინძლებმა მსგავსი გოლი კიდევ ერთხელ გაიტანეს – ისევ კუთხური და ისევ თავური, ამჯერად, პედრო მარიოს შესრულებით. ცხადი იყო, რომ „ბეტისი“ 2–ბურთიან უპირატესობას ძნელად თუ გაანიავებდა. მით უმეტეს, ტაიმის მიწურულს, დორლან პაბონმა დაჰკრა შედეგიანად და ტაბლოზე 3:0 „აანთო“.
მეორე ტაიმში, „მალაგა“ მოედანზე 10–კაციანი შემადგენლობით დარჩა და თამაშის გადარჩენაზე რომ არაფერი ვთქვათ, ერთი ბურთის გაქვითვაც კი ვეღარ მოახერხა.
მძიმე მატჩი ჰქონდა მადრიდის „ატლეტიკოს“, რომლის მეტოქეც „ესპანიოლი“ გახლდათ. მადრიდულ–კატალონიურ დაპირისპირებაში, როგორც ხშირად ხდება, წითელ–ყვითელი ბარათები მრავლად იყო, რაც მოედანზე არსებულ ვითარებას ზუსტად ასახავდა. მატჩის გადამწყვეტი მომენტი 38–ე წუთზე დადგა, როდესაც რადამელ ფალკაომ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და როგორც შემდეგ გაირკვა, თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა – 1:0.
მადრიდი. „ვისენტე კალდერონი“. 43000
ატლეტიკო – ესპანიოლი 1:0 (1:0)
ატლეტიკო: კურტუა, მირანდა, გოდინი, ლუისი, ხუანფრანი, გაბი, ტიაგუ, თურანი (როდრიგესი 81), კოკე (სუარესი 69), კოსტა (გარსია 87), ფალკაო.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
ესპანიოლი: კასილია, კოლოტო, მორენო, კაპდევილია, ფორლინი (ლონგო 50), ლოპესი, სანჩესი, ვერდუ, სიმაუ (პეტროვი 66), სტუანი, გარსია.
მწვრთნელი: ხავიერ აგირე
გოლი: 1:0 ფალკაო (38პ.)
გაფრთხილებები: ტიაგუ (34), გაბი (34), თურანი (56) – ფორლინი (6), კასილია (14), სტუანი (34), მორენო (37), კოლოტო (58), ლონგო (79), სანჩესი (90)
გაძევება: გაბი (45)
კარში დარტყმა: 7 (3) – 6 (1) ჯარიმა: 16 - 22 კუთხური: 5 - 4 თამაშგარე: 5 - 0 ბურთის ფლობა: 62% - 38% სეივი: 4 – 3
მადრიდი. „კამპო დე ვალიეკასი“. 10 000
რაიო – ვალიადოლიდი 1:2 (0:1)
რაიო: რუბენი, ტიტო, ხალვესი, ამატი, კასადო (დელიბაშიჩი 82), ტრასორასი, ფუეგო (ტამუდო 87), კარლოსი (ვასკესი 69), დომინგესი, პიტი, ბაპტისტანი.
მწვრთნელი: პაკო ხემესი
ვალიადოლიდი: ერნანდესი, რუკავინა, სერენუ, ბალენსიაგა, რუედა, ალვარო, სასტრე, ომარი, ლარსონი, ბუენო (ბარაჰა 85), მანუშუ (ჰერა 90).
მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი
გოლები: 0:1 ამატი (71ს.კ), 1:1 ამატი (72), 1:2 მანუშუ (80)
გაფრთხილებები: დომინგესი (42), ბაპტისტანი (90) – რუედა (68), ბუენო (81)
კარში დარტყმა: 15 (7) – 12 (5) ჯარიმა: 13 - 13 კუთხური: 10 - 5 თამაშგარე: 1 - 3 ბურთის ფლობა:56% - 44% სეივი: 2 – 6
ვიგო. „ბალაიდოსი“. 18000
სელტა – გრანადა 2:1 (1:1)
სელტა: ვარასი, კაბრალი, დემიდოვი (ვილა 75), ლაგო, ხონი, ოუბინია, ფერნანდესი, ლოპესი, კრონ–დელი (დე ლუკასი 65), ორელიანა (ბერმეხო 58), ასპასი.
მწვრთნელი: აბელ რესინო
გრანადა: ტონიო, სიკეირა, ნიომი (ელ–არაბი 86), მაინსი, ლოპესი, რიკო (ბრაიმი 83), რესიო, ტორჟე (ბუენანოტე 72), ნოლიტო, იგალო, არანდა.
მწვრთნელი: ლუკას ალკარასი
გოლები: 1:0 ასპასი (24), 1:1 იგალო (28), 2:1 ბერმეხო (81)
გაფრთხილებები: ორელიანა (26), ხონი (34), დემიდოვი (73) – რესიო (45), ნიომი (78), არანდა (88)
კარში დარტყმა: 9 (4) – 5 (2) ჯარიმა: 14 - 14 კუთხური: 4 - 4 თამაშგარე: 3 - 3 ბურთის ფლობა: 47% - 53% სეივი: 0 – 3
სევილია. „ბენიტო ვილიამარინი“. 33000
ბეტისი – მალაგა 3:0 (3:0)
ბეტისი: ადრიანი, ლოპესი, მარიო, ამაია, ნაჩო, ბენიატი, კანიასი, კარლოსი (პოსუელო 73), კემპბელი (სერხიო 78), მოლინა (ნონო 85), პაბონი.
მწვრთნელი: პეპე მელი
მალაგა: კაბალიერო, სანჩესი, ლუგანო, დემიკელისი, ანტუნეში, კამაჩო, ტულალანი (ბაპტიშტა 46), ისკო (პიაზონი 46), პორტილიო, ხოაკინი, სავიოლა (იტურა 66).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
გოლები: 1:0 მოლინა (1), 2:0 მარიო (28), 3:0 პაბონი (45)
გაფრთხილებები: ნაჩო (21), კარლოსი (60) – კამაჩო (34), პორტილიო (49)
გაძევება: კამაჩო (63)
კარში დარტყმა: 19 (10) – 4 (2) ჯარიმა: 17 - 11 კუთხური: 6 - 2 თამაშგარე: 3 - 2 ბურთის ფლობა: 54% - 46% სეივი: 2 – 7
1. | ბარსელონა | 25 | 22 | 2 | 1 | 82:28 | 68 |
2. | ატლეტიკო | 25 | 18 | 2 | 5 | 48:23 | 56 |
3. | რეალი | 25 | 16 | 4 | 5 | 62:23 | 52 |
4. | მალაგა | 25 | 12 | 6 | 7 | 37:24 | 42 |
5. | ვალენსია | 25 | 12 | 5 | 8 | 36:37 | 41 |
6. | სოსიედადი | 25 | 11 | 7 | 7 | 41:31 | 40 |
7. | ბეტისი | 25 | 12 | 3 | 10 | 34:35 | 39 |
8. | რაიო | 25 | 12 | 1 | 12 | 34:43 | 37 |
9. | ხეტაფე | 25 | 10 | 5 | 10 | 35:44 | 35 |
10. | ლევანტე | 24 | 10 | 4 | 10 | 30:36 | 34 |
11. | ვალიადოლიდი | 25 | 9 | 6 | 10 | 34:33 | 33 |
12. | სევილია | 25 | 9 | 5 | 11 | 34:37 | 32 |
13. | ესპანიოლი | 25 | 8 | 7 | 10 | 31:35 | 31 |
14. | გრანადა | 25 | 7 | 5 | 13 | 24:36 | 26 |
15. | ბილბაო | 25 | 7 | 5 | 13 | 30:50 | 26 |
16. | ოსასუნა | 24 | 6 | 7 | 11 | 20:27 | 25 |
17. | სარაგოსა | 25 | 7 | 4 | 14 | 25:36 | 25 |
18. | სელტა | 25 | 6 | 5 | 14 | 24:32 | 23 |
19. | მალიორკა | 25 | 4 | 6 | 15 | 24:48 | 18 |
20. | დეპორტივო | 25 | 3 | 7 | 15 | 29:56 | 16 |
24 თებერვალი: ლევანტე – ოსასუნა.
ბომბარდირები
მესი („ბარსელონა“) – 38, რონალდუ („რეალი“)– 24, ფალკაო („ატლეტიკო“) – 20, ადურისი („ბილბაო“), კასტრო („ბეტისი“) – 12, სოლდადო („ვალენსია“) – 11.