ესპანურ მედიასაშუალებებში მადრიდის “რეალის” მომავალი მთავარი მწვრთნელის შესახებ აქტიურ საუბარს განაგრძობენ. Football Espana-ს ცნობით, “სამეფო კლუბში” ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” თავკაცი კარლო ანჩელოტი მივა, მისი ასისტენტი კი, ლეგენდარული ზინედინ ზიდანი იქნება.
აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, “ზიზუ” “რეალში” სპორტულ დირექტორად მუშაობა. ამგვარად, მისთვის მადრიდელთა შიდა სამზარეულო ნაცნობია.
შეგახსენებთ, რომ ზიდანს ანჩელოტის ხელმძღვანელობითაც უმუშავია. ტურინის “იუვენტუსში” ფრანგმა იტალიელის თავკაცობით 2 სეზონის განმავლობაში ითამაშა.