ფეხბურთი

16:21 | 25.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტიმ ჭორები უარყო

ბოლოდროინდელი ჭორების თანახმად, მანჩესტერ "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტს კარლო ანჩელოტისაც უკავშირებენ. იტალიელმა სპეციალისტმა კი განაცხადა, რომ მადრიდში თავს მშვენივრად გრძნობს.

"მსგავსი რამ ყოველწლიურად ხდება და გვიწევს ჭორებს ბოლო მოვუღოთ. მსოფლიოს საუკეთესო კლუბის გაწვრთნით ბედნიერი ადამიანი ვარ. პატივს ვცემ "მანჩესტერს" და იმედგაცრუებული ვარ, რაც მოიესს შეემთხვა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემი ადგილი ამ მომენტისთვის აქაა." _ განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

იტალიელმა სპეციალისტმა გარეთ ბეილზეც ისაუბრა:

"ბეილმა დღეს ივარჯიშა. უელსელი ცოტა შეუძლოდ გამოიყურება და არ ვიცით "ოსასუნასთან" თამაშს თუ შეძლებს."

გიორგი ბალახაძე

0.134771