მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი, ბედნიერი იყო “დეპორტივოს” განადგურებით (8:2). იტალიელი სპეციალისტი ძალიან კმაყოფილი გახლდათ შემტევების თამაშით, რასაც დაცვაზე ვერ ვიტყვით. მისი თქმით, მცველებს მეტი ყურადღება მართებთ.
“ჩვენ მშვენივრად ვითამაშეთ, თამაშს ვაკონტროლებდით და შედეგიც ამაზე მეტყველებს. მთლიანობაში, გუნდმა დიდებულად ითამაშა. წინა ხაზის მოთამაშეებმა ბრწყინვალე თამაში აჩვენეს, თუმცა დაცვაში თამაში დასახვეწია”, – განაცხადა იტალიელმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.
ანჩელოტის ტყუილი არაფერი უთქვამს. ამ მომენტისთვის, მადრიდელებს ყველაზე მეტი, 13 გოლი აქვთ გატანილი ლა ლიგაში. სამაგიეროდ, “ბლანკოსს” 8 გოლი აქვს გაშვებული, რაც “დეპორტივოს” შემდეგ, ყველაზე უარესი შედეგია “ელჩესთან” ერთად.
ირაკლი ალიმბარაშვილი