მადრიდის “რეალის” ახლადდანიშნულ თავკაც კარლო ანჩელოტის თავისი ყოფილი კლუბიდან – “პარი სენ-ჟერმენიდან” ფეხბურთელების გადაბირების უფლება არ აქვს. Le Parisien-ის ცნობით, ხელშეკრულებაში ეს პუნქტი მაშინ ჩაიდო, როდესაც იტალიელმა პარიზიდან მადრიდში გადაბარგება გადაწყვიტა.
მოგეხსენებათ, ანჩელოტიმ და პსჟ-მ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების შედეგად გაწყვიტეს, მაგრამ პარიზელებმა გარკვეული სარგებლის ნახვა მაინც შეძლეს.
ამგვარად, მადრიდის “რეალში” ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და მარკო ვერატის გადასვლა გამოირიცხა.