ფეხბურთი

14:13 | 13.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი კროოსით კმაყოფილია

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთვნელი კარლო ანჩელოტი ტონი კროოსის დებიუტით კმაყოფილია. ამის შესახებ, მან ჟურნალისტებს ევროპის სუპერთასის მატჩის დასრულების შემდგომ მიცემულ ინტერვიუში განუცხადა.

აღნიშნულ შეხვედრაში მადრიდელებმა 2:0 დაამარცხეს "სევილია", ხოლო კროოსმა ოფიციალურ შეხვედრაში პირველად მოირგო "ბლანკოსის" მაისური.

"ტონი კროოსი  სრულყოფილი იყო. სწრაფად ირჯებოდა და ყველაფერი სუფთად გააკეთა.

ახალმა მოთამაშეებმა აჩვენეს თავიანთი მაღალი კლასი. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ახლა უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე შარშან ამ დროს. გუნდში ბევრმა ძლიერმა მოთამაშემ მოიყარა თავი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია". - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Goal.com-ი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის სუპერთასი კარლო ანჩელოტის მადრიდულ კარიერაში მესამე ტიტული გამოდგა. გასულ სეზონში "რეალმა" ანჩელოტის ხემძღვანელობით ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის თასის მოგება მოახერხა.

ირაკლი ალიმბარაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114381