ფეხბურთი

17:05 | 3.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი კასილიასსა და ლოპესს შანსს აძლევს

 

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ იკერ კასილიასს და დიეგო ლოპესს პრიმერადივიზიონის დარჩენილ მატჩებში დააკვირდება და ამის შემდეგ გადაწყვეტს ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ატლეტიკოს" წინააღმდეგ რომელი ითამაშებს.

"ორივე მეკარეზე მისაუბრია, დიეგო ლოპესი "ვალენსიას" და "სელტას", ხოლო კასილიასი "ვალიადოლიდისა" და "ესპანიოლის" წინააღმდეგ ითამაშებს. ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას ფინალში რომელი მეკარე ითამაშებს. რაც შეეხება "ატლეტიკოს", ამ გუნდმა "ჩელსის" წინააღმდეგ ძალიან კარგად იასპარეზა. ჩვენ მათ სათამაშო კლასში ეჭვი არ გვეპარება. ლოგიკურია ორივე გუნდი გამარჯვებას გეგმავს”, - განაცხადა მადრიდელთა თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 24 მაისს ლისაბონში გაიმართება.

გიორგი ბალახაძე

0.112308