მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ იკერ კასილიასის გადაწყვეტილებამ გაახარა. შეგახსენებთ, “სამეფო კლუბისა” და ესპანეთის ნაკრების მეკარემ ახლახან გამოაცხადა, რომ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის მიუხედავად, “რეალიდან” წასვლაზე აღარ ფიქრობს.
“მოხარულები ვართ, რომ კასილიასმა ჩვენთან დარჩენა გადაწყვიტა. ის “რეალისთვის” უძვირფასესი ფეხბურთელია” – განაცხადა ანჩელოტიმ.