ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ სამუშაოდ იტალიაში დაბრუნებას არ გეგმავს. იტალიელი სპეციალისტის ხილვით “რომაა” დაინტერესებული.
“პსჟ-სთან კონტრაქტი მაკავშირებს, ასე რომ, ზედმეტი საუბარი საჭირო არაა. თუკი სეზონს ზედა სამეულში დავასრულებთ, ხელშეკრულება წელიწადით ავტომატურად გახანგრძლივდება. ჩემი აზრი ყველამ იცის – მინდა, პსჟ-ში ვიმუშავო, რადგან აქ დიდი გუნდი იქმნება”, - განუცხადა ანჩელოტიმ Football Italia-ს.
შეგახსენებთ, რომ პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებას ლიდერობს. პარიზელებთ “ლიონი” 4 ქულით ჩამორჩება.