ფეხბურთი

21:56 | 11.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: “ინძაგის შეეძლო რამდენიმე დღე ჩემზე გაბრაზებული ყოფილიყო”

მადრიდის “რეალის დამრიგებელი კარლო ანჩელოტი “მილანის” მთავარ მწვრთნელად ფილიპო ინძაგის დანიშვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი ხასიათის წყალობით, 40 წლის სპეციალისტისგან კარგი მწვრთნელი დადგება.

“ინძაგის შეუძლია შესანიშნავი მწვრთნელი დადგეს. ის ფეხბურთს აღმერთებს. ფილიპოს ყოველთვის მოედანზე ყოფნა სურდა. როდესაც ინძაგის სათადარიგოთა სკამზე ვტოვებდი, მას შეეძლო რამდენიმე დღე ჩემზე გაბრაზებული ყოფილიყო. იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენ ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით, თითქოს უცხოები ვიყავით.” – აცხადებს ანჩელოტი, რომელიც ინძაგის 2001-2009 წლებში წვრთნიდა.

0.117724