მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ერთ-ერთ ესპანურ გამოცემასთან ინტერვიუში თქვა, რომ ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ “ოსასუნასთან” გასვლით მატჩში ცუდად ითამაშა, მაგრამ ამის მიუხედავად, გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელად რჩება.
“დი მარიასთან ბოლო ტურის შეხვედრის შემდეგ არ მისაუბრია. “ოსასუნასთან” თამაში მან სუსტად ჩაატარა, მაგრამ ამ ჩავარდნას დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. საშიში არაფერია, ანხელ დი მარიას შესაძლებლობების რა თქმა უნდა ძველებურად მჯერა” – განაცხადა ანჩელოტიმ.