წუხელ, ესპანეთის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში, თანაქალაქელი “ატლეტიკოს” განადგურების (3:0) შემდეგ, მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, აღფრთოვანებას ვერ მალავდა: “თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა ფანტასტიკურად ითამაშეს. აი, ასეთი გუნდის ნახვა მინდა ყოველთვის. ალბათ ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი იყო წლევანდელ სეზონში. თანაც არ დაგვავიწყდეს ვის ვეთამაშებოდით. მინდა რონალდუსაც დაველაპარაკო, მიმაჩნია, რომ დისკცვალიფიკაციის გამო 3 მატჩის გამოტოვებას არ იმსახურებს. ამიტომ კიდევ ერთი აპელაცია შევიტანეთ.” – უთხრა ანჩელოტიმ “რეალის” ოფიციალური ვებგვერდის მიმომხილველს.