მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობამ ახალი მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ჟურნალისტებს საგანგებო პრესკონფერენციაზე წარუდგინა. იტალიელმა სპეციალისტმა კი მოკლე მისასალმებელი კომენტარი ესპანურ ენაზე გააკეთა.
“პირველ ყოვლისა, ესპანურის ცუდად ცოდნის გამო მინდა ბოდიში მოგიხადოთ და დაგპირდეთ, რომ ამ მხრივ პროგრესი აუცილებლად გამოჩნდება. მსოფლიოს უპრესტიჟულეს კლუბში მოხვედრა ძალიან მეამაყება. “რეალის” ისტორია წარმატებულად მუშაობას მავალდებულებს და ვიცი, წინ უმძიმესი სამუშაო მელის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბრწყინვალე სეზონი მექნება”, – განაცხადა ანჩელოტიმ.
“სამეფო კლუბის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა კი ერთხელაც უთხრა ჟურნალისტებს, რომ საუკეთესო არჩევანი გაკეთდა და ახალ მთავარ მწვრთნელს წარმატება უსურვა.