ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი აცხადებს, რომ “ბარსელონასთან” დაპირისპირება მისი გუნდისთვის კარგი გამოცდა იქნება.
როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, ერთმანეთს პარიზული და კატალონიური გუნდები დაუპირისპირდებიან. ფავორიტად “ბარსელონა” ითვლება, მაგრამ ბუნებრივია, პსჟ იბრძოლებს. სწორედ ასე ფიქრობს კარლო ანჩელოტიც.
“ვაცნობიერებთ, რომ ძალიან რთული დაპირისპირებები გველის, მაგრამ ეს ჩვენთვის კარგი გამოცდა იქნება. “ბარსელონასთან” შეხვედრების წყალობით დავინახავთ, რა დონის გუნდი ვართ.
კატალონიელებთან წინასასეზონო მზადების დროს უკვე ვითამაშეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ახლა, განსხვავებული ატმოსფერო იქნება.
“ბარსელონა” გამოცდილი და ძლიერი გუნდია, მაგრამ შევეცდებით ჩვენი თამაში ვითამაშოთ.” – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Goal-ი.