საკალათბურთო სუპერლიგის მრავალგზის ჩემპიონმა და თასის მფლობელმა, უკანახაზელმა ანატოლი ბოისამ (09.09.83, 195სმ, 92კგ) მის ყოფილ გუნდ “არმიასთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად ბოისამ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ანატოლი ბოისას საქართველოს რამდენიმე წამყვან გუნდში აქვს ნათამაშები. შექმნის დღიდან კი “არმიაში” თამაშობს. ბოისამ 2012-13 წლების სეზონში “არმიასთან” ერთად დუდუ დადიანის მემორიალი, ხოლო ეროვნულ ჩემპიონატში ბრინჯაოს მედალი მოიგო. რადგან “არმია” კალათბურთელებს ყოველთვის ერთწლიან კონტრაქტს უფორმებს, სეზონის დასრულებასთან ერთად, ბოისას “არმიასთან” მოქმედი კონტრაქტი დაუმთავრდა და უკლუბოდ იყო დარჩენილი. იგი პირველი კალათბურთელია, რომელმაც “არმიასთან” 2013-14 წლების სეზონისთვის ახალი კონტრაქტი გააფორმა.