სუპერლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კალათბურთელი, ფორვარდი ანატოლი ბოისა (09.09.83, 195 სმ) კარიერას ქვეყნის ვიცე ჩემპიონის, თასისა და სუპერ თასის მფლობელ „ქუთაისი-2010“-ში გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილ წევრ ანატოლი ბოისას ქვეყნის თითქმის ყველა წამყვან გუნდში აქვს ნათამაშები. არის საქართველოში მოქმედი ყველა ტიტულის (ჩემპიონი, თასი, სუპერ თასი, ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალი, დუდა დადიანის მემორიალი) მფლობელი. 2013-14 წლების საკალათბურთო სეზონი „არმიაში“ გაატარა და თანაგუნდელებთან ერთად ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.