ფეხბურთი

1:05 | 2.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძის “სპარტაკმა” კვირკველიას “რუბინი” გაანადგურა

რუსული პრემიერლიგის 2014-15 წლების სეზონმა სტარტი ყაზანის “რუბინის” და მოსკოვის “სპარტაკის” მატჩით გაიხსნა და სასიხარულოა, რომ პირველივე თამაშში საქართველოს ნაკრების ორმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა.

თავიდანვე ვთქვათ, რომ სპარტაკელებმა ჩინებულად ითამაშეს და არტიომ ძიუბას დუბლის, დენის გლუშაკოვის და ლუკას ბარიოსის გოლების წყალობით, მასპინძლები 4:0 გაანადგურეს.

გამარჯვებულთა რიგებში “როსტოვში” იჯარის დასრულების შემდეგ დაბრუნებულმა ჯანო ანანიძემ 90 წუთს ითამაშა. ასევე შეუცვლელად გაისარჯა “რუბინის” მცველი სოლომონ კვირკველია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114376