ჯანო ანანიძემ 82 წუთი ითამაშა “როსტოვ”_ცსკა-ს შეხვედრაში, რომელიც 0:0 დასრულდა. ქართველი ნახევარმცველი აქტიური გახლდათ, პირველი ტაიმის შუაში მშვენიერი მომენტი შექმნა გარღვევის შემდეგ, კიდევ რამდენჯერმე გაამწვავა შეტევა, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში თავად გააცუდა შანსი – რამდენიმე მეტრიდან კარს ააცილა. “როსტოვი” მერვე ადგილზეა.
კვლავ წააგო გია გრიგალავას “ანჟიმ” და ბოლო ადგილზეა 7 ქულით. მახაჩყალელები შინ 0:2 დამარცხდნენ “ტომთან”. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.