ფეხბურთი

17:08 | 7.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძემ “როსტოვში” ნახევარი წლის ხელფასი ნაადრევად აიღო

“როსტოვის” ფეხბურთელებმა ჯანო ანანიძემ და არტიომ ძიუბამ, რომლებიც მოსკოვის “სპარტაკიდან” არიან განათხოვრებულები, სეზონის ბოლომდე ხელფასი წინასწარ აიღეს. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა izvestia.ru იუწყება.

ფეხბურთელებმა კუთვნილი ანაზღაურების წინასწარ მიღების თხოვნით კლუბის ხელმძღვანელობას რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის პირველი ნახევრის დასრულების მერე, 1 დეკემბერს მიმართეს. ისინი კლუბში ხელფასის გადახდის პერიოდულობით უკმაყოფილონი იყვნენ და “როსტოვის” მესვეურებს ულტიმატუმი წაუყენეს – ან საიჯარო ვადის ბოლომდე მთელ თანხას მიიღებდნენ ან კიდევ წავიდოდნენ.

გამომდინარე იქიდან, რომ ორივე “როსტოვისთვის” მნიშვნელოვანი ფიგურაა, კლუბის ხელმზღვანელობამ გამონაკლისი დაუშვა, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა. როსტოველებმა ფეხბურთელებს ხელფასი ნახევარი წლით ადრე გადაუხადეს.

რუსეთის ფეხბურთელთა პროფკავშირების გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ზოტოვმა აღნიშნა, რომ როსტოვული კლუბის მიმართ სერიოზული პრეტენზიები არ აქვს. “როსტოვში” ხელფასები 2 ან 3 თვე გვიანდება, მაგრამ საბოლოოდ კლუბი ვალს ისტუმრებს.

0.124091