ფეხბურთი

20:22 | 3.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძე “სპარტაკთან” არ ითამაშებს

“როსტოვის” ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრ შიკუნოვმა დაადასტურა, რომ ნახევარმცველი ჯანო ანანიძე და თავდამსხმელი არტიომ ძიუბა რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-19 ტურში, საშინაო მატჩში “სპარტაკთან” არ ითამაშებენ.

“არტიომი და ჯანო “სპარტაკთან” ნამდვილად არ ითამაშებენ. უბრალოდ, ჩვენ მილიონი არ გვაქვს, რომ ბიჭებმა ამ მატჩში ითამაშონ. კლუბებს შორის ხელშეკრულებაში წერია, რომ “სპარტაკთან” ამ ფეხბურთელების თამაშის შემთხვევაში, “როსტოვმა” თითოეულის სანაცვლოდ 500000-500000 ევრო უნდა გადაიხადოს” – იუწყება შიკუნოვის სიტყვებს გამოცემა “სოვეტსკი სპორტი”. 

ანანიძისა და ძიუბას სატრანსფერო უფლებები “სპარტაკს” ეკუთვნის, ხოლო “როსტოვში” იჯარით თამაშობენ.

0.114819