“როსტოვის” ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “როსტოვის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
გორში, სლოვაკეთის 21-წლამდელებთან მატჩის დროს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მოთამაშე ანანიძემ ბარძაყის ოთხთავა კუნთი დაიზიანა. ამის გამო, მან გასულ ტურში სტუმრად “ზენიტთან” მოგებულ (2:0) შეხვედრაში ვერ ითამაშა. როსტოველთა ვებგვერდის ინფორმაციით, გუნდის საექიმო შტაბმა ანანიძე მოედანზე ნავარაუდევზე სწრაფად დააბრუნა.