ფეხბურთი

19:08 | 22.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძე და კვირკველია სასტარტოში იყვნენ

 

"როსტოვმა" საკონტროლო მატჩი გამართა უზბეკეთის "ბუნიოდკორთან" და 1:1 დაასრულა. ჯანო ანანიძე სასტარტოში იყო და შესვენებისას შეცვალეს. ქართველ ნახევარმცველს გოლი ან საგოლე პასი არ გაუკეთებია. წლეულს ეს "როსტოვის" პირველი ამხანაგური შეხვედრა იყო.

"რუბინმაც" 1:1 დაასრულა თავისი მატჩი, კერძოდ, ბულგარეთის ჩემპიონ "ლუდოგორეცთან". საბა კვირკევლიამ პირველ ტაიმში ითამაშა – 0:0-სას. "რუბინში" მერაბ ურიდიამაც ითამაშა, ოღონდ შეცვლაზე. ურიდია 20 წლის ფორვარდია და 3 წელია, რაც "რუბინს" ეკუთვნის, თუმცა ყაზანელთა ძირითად გუნდში თამაშის საშუალება თითქმის არ ეძლეოდა და "ნეფტეხიმიკში" ჰყავდათ განათხოვრებული. 

0.115753