ალეკო ამისულაშვილის "კრილია სოვეტოვი" რუსულ პრემიერლიგას დაემშვიდობა. სამარელებს პლეი ოფის პირველი მატჩი მოსკოვის "ტორპედოსთან" გასვლაზე 0:2 ჰქონდათ წაგებული, შინ კი ბევრს უტევდნენ, მაგრამ 0:0 დაასრულეს. ამისულაშვილმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.
"კრილია" ისტორიაში პირველად გავარდა რუსეთის უმაღლესი ლიგიდან. ამისულაშვილს კლუბთან კიდევ აკავშირებს კონტრაქტი, თუმცა დიდი შანსია, სხვა გუნდს მიაშუროს.