ამერიკის შეერთებული შტატების უშიშროების სამინისტრომ ამერიკული ავიაკომპანიები გააფრთხილა, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ, რათა სოჭის რეისების შემსრულებელ თვითმფრინავებში ტერორისტები არ მოხვდნენ. ამერიკული გამოცემების ცნობით, არსებობს რისკი, რომ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა შეიძლება კბილის პასტის მილებით შეიტანონ. უშიშროების სამსახური საფრთხის საშიშროების მინიმუმამდე დასაყვანად ავიაკომპანიებს თითოეული მგზავრის ხელბარგის განსაკუთრებული ყურადღებით კონტროლისკენ მოუწოდებს.
BBC-ის ცნობით, უშიშროების სამინისტროს ინსტრუქტაჟი უბრალოდ გამაფრთხილებელი ხასიათისაა და მუქარის შემთხვევა ერთხელაც არ დაფიქსირებულა.