36 წლის ნახევარმცველმა მასიმო ამბროზინიმ, რომელმაც “მილანი” დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა, კარიერა შესაძლოა ინგლისში გააგრძელოს. ფეხბურთელის აგენტ მორენო როგის განცხადებით, ამბროზინის უცხოურ კლუბში გადასვლა სურს, მაგრამ არც კარგ იტალიურ ვარიანტზე იტყვის უარს, თუ რეალური წინადადება გამოჩნდება.
“ამჟამად ჩვენ “ვესტ ჰემის” ხელმძღვანელობასთან ვმართავთ მოლაპარაკებას და თუ საერთო ენა გამოვნახეთ, მასიმო ლონდონში გააგრძელებს თამაშს”, - უთხრა ერთ-ერთ იტალიურ გამოცემას ფეხბურთელის აგენტმა მორენო როგიმ.