მასიმო ამბროზინი კარიერას ფლორენციის “ფიორენტინაში” გააგრძელებს. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.
35 წლის ამბროზინის “მილანთან” კონტრაქტი სეზონის ბოლოს დაუმთავრდა და მხარეებს ხელშეკრულება აღარ გაუგრძელებიათ. იტალიური პრესის ცნობით, ვეტერან მცველს ინგლისის “ვესტ ჰემი” ეპატიჟებოდა, მაგრამ მან ფლორენციაში თამაში არჩია.
იტალიის ნაკრების ექსმოთამაშე “ფიორენტინასთან” ერთწლიან კონტრაქტს გააფომებს და სეზონის განმავლობაში 800000 ევროს მიიღებს. წარმატებული თამაშის შემთხვევაში, ეს თანხა შესაძლოა მილიონ ევრომდე გაიზარდოს.