ჯერ კიდევ “მილანის” ფეხბურთელი მასიმო ამბროზინი არ გამორიცხავს, რომ მომდევნო სეზონიდან “ფიორენტინაში” ითამაშოს.
36 წლის ამბროზინისა და “მილანს” შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე თვის ბოლოს გასდის. როგორც ცნობილი გახდა, კლუბი ცხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს.
“გადავწყვიტე, კლუბის გადაწყვეტილების კომინტირებამდე რამდენიმე დღე მომეცადა. მადლობას ვუხდი ყველას – პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონის, ადრიანო გალიანისა და არიედო ბრაიდას. აქ 18 ჯადოსნური წელი გავატარე. ამ პერიოდს არასდროს დავივიწყებ.
ჩემი განსასჯელი არაა, რამდენად მართებულად მოიქცა კლუბი ჩემი გათავისუფლებით. ამ გადაწყვეტილებაში სკანდალური არაფერია. უკვე 36 წლის ვარ და “მილანს”, რომელსაც ბევრი რამ მივეცი, ამ გადაწყვეტილების მიღების უფლება ჰქონდა.
რა თქმა უნდა, მერჩივნა, გალიანის ჯერ ჩემთვის ეცნობებინა და შემდეგ პრესისთვის, მაგრამ მოგვიანებით ერთმანეთში მაინც ვისაუბრეთ.
ცხოვრება გრძელდება. თავს კვლავ ფეხბურთელად ვგრძნობ და თამაშის გაგრძელებას ვაპირებ. “მილანს” წყენის გარეშე ვტოვებ.
“ფიორენტინა”? ეს დიდი კლუბია, რომელსაც შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ. ფლორენციელებს დამაინტრიგებელი პროექტი აქვთ. თუ ისინი დამიკავშირდებიან, მათ წინადადებას მოვისმენ.” – აცხადებს მასიმო ამბროზინი, რომელსაც “მილანის” მაისურით ჩატარებულ 489 თამაშში 36 გოლი აქვს გატანილი. “როსონერისთან” ერთად მან 4-ჯერ სერია A, ორ-ორჯერ იტალიის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი, ხოლო თითოჯერ ქვეყნის თასი და საკლუბო მუნდიალი მოიგო.