ფეხბურთი

17:15 | 7.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალვესი: “ბარსას” აბიდალი არ უნდა გაეშვა”

“ბარსელონას” ბრაზილიელი მცველი დანი ალვესი ყოფილ თანაგუნდელზე, ერიკ აბიდალზე საუბრობს და აცხადებს, რომ კატალონიელებს ფრანგი ფეხბურთელის გუნდში დატოვება მართებდათ.

ერიკ აბიდალსა და “ბარსელონას” შორის არსებულ კონტრაქტს ვადა მიმდინარე წლის 30 ივნისს გაუვიდა და კატალონიურმა კლუბმა 33 წლის ფეხბურთელთან თანამშრომლობის გაგრძელება არ ისურვა. აბიდალმა “მონაკოს” მიაშურა, ხოლო “ბარსელონაში” დარჩენილმა ალვესმა, ფრანგის საპატივცემულოდ, 22 ნომრიანი მაისურით თამაში გადაწყვიტა.

“22 ნომერი აბიდალის საპატივცემულოდ ავიღე. ერიკი მიყვარს და ვერ ვხვდები, რა მოხდა მასთან დაკავშირებით.

აბიდალის გუნდიდან წასვლა, ჩემთვის, უსიამოვნო სიურპრიზი იყო. იმის გათვალისწინებით, რაც აბიდალმა გააკეთა, კლუბს მისთვის ახალი კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა.

მომხდარმა იმედგაცრუებული დამტოვა, რადგან აბიდალი ძალიან მიყვარს და მინდა, რომ ის ჩვენთან იყოს. იმით, რაც “ბარსამ” აბიდალის გამოსაჯანმრთელებლად გააკეთა, კატალონიელებმა დაამტკიცეს, რომ “ბარსელონა” მეტია, ვიდრე უბრალოდ კლუბი.

ახლა, აბიდალმა წინ უნდა იყუროს. დარწმუნებული ვარ, ის კვლავ იქნება ყველასთვის მისაბაძი მაგალითი.” – აცხადებს აბიდალი RAC-თან საუბრისას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116905