“ბარსელონას” მარჯვენა მცველის, დანი ალვეშის აგენტმა ბიბიან ვეგელაარმა, უარყო ბოლოდროინდელი ინფორმაცია, თითქოს მისი კლიენტი “ინტერში” აპირებს გადასვლას.
“რამდენიმე დღეში გაირკვევა, სად გააგრძელებს დანი კარიერას. ამ ეტაპზე, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ “ინტერთან” მოლაპარაკებები არასოდეს გვიწარმოებია”, – ციტირებს ვეგელაარის სიტყვებს Mundo Deportivo.
32 წლის ალვეშს, ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში ეწურება, მაგრამ დიდი ალბათობით, მას კლუბიდან წასვლა წელსვე მოუწევს, რადგან კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე, გუნდში ბრაზილელის ადგილს ვერ ხედავს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ზაფხულში, ალვეშის მომავალს “მონაკოსა” და “ლივერპულსაც” უკავშირებდნენ.
ლევან გოგოტიშვილი