ფეხბურთი

23:24 | 12.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალვეში: "ნეიმარი ღმერთისგან დალოცვილია"

კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვეშმა განაცხადა, რომ თანამემამულე ნეიმარის ნიჭი, ღმერთისგან დალოცვილია. კონფედერაციის თასზე, 21 წლის თავდამსხმელმა კარგი თამაში აჩვენა და გასულ ზაფხულს "ბარსელონაში" გადაბარგდა _ ამის შესახებ ალვეში ფიქრობს, რომ ნეიმარს ღმერთმა ბრწყინვალე თამაშის უნარი მისცა და ეს აუცილებლად უნდა გამოიყენოს.

"ნეიმარს მთელი მსოფლიო უყურებს, ელოდებიან მის კიდევ უფრო კარგ თამაშს და ინტერესიც ძალიან დიდია. როცა იგი დაიბადა, ღმერთმა მგონი მის შესახებ თქვა: ის მოთამაშე იქნება. ვფიქრობ, მას მეტის გაკეთება შეუძლია", _ განაცხადა Eurosport-თან საუბრისას დანი ალვეშმა.

ბრაზილიელმა კომენტარი მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზეც გააკეთა: “ბევრმა ადამიანმა ირწმუნა, რომ კონფედერაციის თასის მოგების შემდეგ, ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატს აუცილებლად მოიგებს. სამი-ოთხი თვის წინ კი ასე არ ფიქრობდნენ. კონფედერაციის თასის მოპოვებამ, ჩვენ დიდი მნიშვნელობა მოგვანიჭა”.

გიორგი ბალახაძე 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114026