“ბარსელონას” ბრაზილიელი მცველი დანიელ ალვეში მადრიდის “ატლეტიკოს თავდამსხმელ დიეგო კოშტას ნაკრების საბოლოოდ არჩევამდე კარგად დაფიქრებას ურჩევს.
ესპანეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, ბრაზილიელმა დიეგო კოშტამ ევროპულ ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა, რითაც ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ხელმძღვანელობა და ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი გააბრაზა.
“ძალიან ინდივიდუალური საკითხია და მასში პირდაპირ ჩარევა შეცდომა იქნება. უბრალოდ, მინდა დიეგოს ვურჩიო, თავისი გადაწყვეტილება ერთხელ კიდევ კარგად აწონ-დაწონოს და საბოლოო სიტყვა შემდეგ თქვას” – განაცხადა დანი ალვეშმა.