ფეხბურთი

20:30 | 9.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალვეში "ბარსელონას" მოელაპარაკება

 

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" მცველმა დანი ალვეშმა განაცხადა, რომ ესპანეთში ჩასვლის შემდეგ "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას გამართავს და ამის შემდეგ გადაწყდება მისი მომავალი.

როგორც ჩანს, გერმანიასთან დამთრგუნველი მარცხის შემდეგ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კლუბზე კომენტარის გაკეთება მაინც მოასწრო.

"ჯერ არ ვიცი შემდეგ წელს სად ვითამაშებ. შევხვდები "ბარსელონას" ხელმძღვანელობას და ყველაფერი გადაწყდება. თუ კლუბი მოისურვებს ჩემთან თანამშრომლობის გახანგრძლივებას, დავრჩები. “ბარსელონასთან” კონტრაქტი კიდევ ერთი წელი მაკავშირებს, გუნდი ბოლო დროს ტიტულების გარეშე რჩება და კლუბიდან ჩემი გაშვების მიზეზი, შესაძლოა, ესეც იყოს." - განაცხადა ალვეშმა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგული მედია აქტიურად საუბრობს ალვეშის "პარი სენ ჟერმენში" შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. უახლოეს მომავალში 31 წლის ფეხბურთელი ბარსელონაში ჩავა და ყველაფერი ცნობილი გახდება.

გიორგი ბალახაძე

0.114788