ესპანელი ფეხბურთელის, ალვარო არბელოას ცოლი, კარლიოტა რუისი იმ დროს იხსენებს, როდესაც ალვაროზე ყურებამდე იყო შეყვარებული და ვერც კი წარმოედგინა, თუ მათი სიყვარული ქორწინებით და მსგავსი ოფიციალურ-პომპეზური რამე-რუმეებით დასრულდებოდა.
”სულ ვიხსენებ იმ დროს, როდესაც ალვარო და მე შეყვარებულები ვიყავით და ცხოვრება სულ სხვანაირად გვეჩვენებოდა. ქორწინება დიდი ბედნიერებაა, მაგრამ მაინც არაფერი შეედრება შეყვარებულობის პერიოდს, რადგან მაშინ ადამიანი სრულიად განსხვავებულად იქცევა” – ამბობს კარლიოტა.
კარლიოტა რუისი ხელობით მოდელია და კრიშტიანუ რონალდუს უპოპულარულესი მოდელი სატრფოს, ირინა შეიკის მეგობარიცაა. როგორც ჟურნალისტები წერენ, ირინა ცოტა უჟმური ვინმეა და კოლეგებიდან ერთადერთი ვისაც ბოლომდე გაუგო და ენდობა - სწორედ არბელოას ცოლია.