ფეხბურთი

12:39 | 7.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალონსო სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ფიქრობს

 

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველ ხაბი ალონსოს სანაკრებო კარიერის დასრულება ჯერ ვერ გადაუწყვეტია.

მას შემდეგ, რაც დავიდ ვილიამ ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა, ჩავი ერნანდესისა და ხაბი ალონსოსგან მსგავსი ნაბიჯის გადადგმა მოსალოდნელი გახდა.

"ჯერჯერობით ვერ გადამიწყვეტია რას ვიზამ. ამ ეტაპზე მუნდიალზე ვარ კონცენტრირებული. ჩემ სიტყვებს განსაკუთრებულ მნიშვნელობა არ მისცეთ. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დავფიქრდები და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას." - განაცხადა ალონსომ.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის ფეხბურთელი ნაკრებში 2003 წლიდან თამაშობს და უკვე 110 მატჩი აქვს ჩატარებული. "ფურია როხას" მაისურით ალონსომ 15 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემასაც შეასრულა.

გიორგი ბალახაძე

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121301
სარეკლამო ადგილი - 99
X x X