ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, მადრიდის “რეალი” ნახევარმცველ ჩაბი ალონსოს არ გაყიდის. AS-ის ცნობით, “სანტიაგო ბერნაბეუდან” აბარგების სურვილი არც თავად 31 წლის ესპანელს აქვს.
აღსანიშნავია, რომ ალონსოს მადრიდელებთან კონტრაქტი შემდეგ ზაფხულს ეწურება. მხარეები ხელშეკრულებას ნოემბერზე ადრე არ გაახანგრძლივებენ, რადგან ალონსოს სურს დარწმუნდეს, რომ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებს. ახალ კონტრაქტს ვადა 2016 წლამდე ექნება.
ცნობისათვის, ალონსოს დაბრუნებით ინგლისური “ლივერპულია” დაინტერესებული.