თამაშგარე

10:44 | 10.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალკანტარას სატრფომ მტკივანი ფეხი დაუამა

ამჟამად გერმანიაში მოთამაშე ესპანელი ფეხბურთელი, ტიაგო ალკანტარა მეტად უცნაურ სიტუაციაშია გაჩხერილი. ტიაგოს “ბუნდესქვეყანაში“ არაფრის დიდებით არ გაჰყვა, მისი სატრფო, ესპანელი მოდელი, ჯულია ვიგასი, მაგრამ ეს არგაყოლა წყვილის დაშორების მიზეზი მაინც ვერ გახდა.

ტიაგო და ჯულია ერთმანეთს თვეში ერთხელ ან ორჯერ ძლივს ხვდებოდნენ, რადგან ფეხბურთელს რთული სპორტული გრაფიკი ვერ აძლევდა კატალონიაში ჩასვლის საშუალებას. ჯულია ვიგასსაც საქმეები ბევრი ჰქონდა და გერმანიაში სატრფოს იშვიათად სტუმრობდა ხოლმე.

ნათქვამია, “ზოგი ჭირი მარგებელიაო“ და წყვილმა კვლავ ერთ ჭერქვეშ დაიდო ბინა მას შემდეგ, რაც ალკანტარამ სეზონის ბოლოს ტრავმა მიიღო. ფეხმტკივან ფეხბურთელს გულისსწორის გამხნევება და თანადგომა რა თქმა უნდა ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

0.149237