“ბარსელონას” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი გუნდის ნახევარმცველ ტიაგო ალკანტარას საქციელით უკმაყოფილოა. მიზეზი ისაა, რომ ”ბარსელონაში” წარმოდგენა არ აქვთ, რას აპირებს ფეხბურთელი. ალკანტარა არავისთან საუბრობს, კატალონიიდან წასვლას აპირებს თუ რჩება. ევროპული სპორტული გამოცემები კი მისი შესაძლო ტრანსფერების ინფორმაციებითაა აჭრელებული.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გასულ სეზონში ტიაგო ალკანტარამ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო გამოთქვა პროტესტი და სავარაუდო წასვლაც ახსენა. ბოლო დროს კი მის სახელს რამდენიმე კლუბს უკავშირებენ. ჟურნალისტები ყველაზე რეალურად “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ბაიერნის” ვარიანტებს მიიჩნევენ.