ფეხბურთი

18:44 | 17.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალკანტარამ ვარჯიში დაიწყო

ტიაგო ალკანტარამ ვარჯიში დაიწყო. რამდენიმე დღის წინ მიუნხენის "ბაიერნში" ზუსტად ვერ ამბობდნენ, როდის დაბრუნდებოდა 22 წლის ნახევარმცველი, ახლა კი ფეხბურთელი უკვე ვარჯიშობს.

კლუბის საიტის ცნობით, ალკანტარა ნელ-ნელა გაზრდის დატვირთვებს და დაახლოებით 10 დღეში უკვე თამაშსაც შესძლებს.

ალკანტარამ 6 თვე გამოტოვა მუხლის ტრავმის გამო. შესაბამისად, მუნდიალიც გაუცდა.

ილია კახელიშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114877