მიუნხენის "ბაიერნს" ესპანელი ფეხბურთელი ტიაგო ალკანტარა უბრუნდება. კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ნახევარმცველმა რეაბილიტაცია სრულად გაიარა და კლუბს უახლოეს დღეებში დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ ტიაგო ალკანტარამ 29 მაისს "ჰოფენჰაიმის" წინააღმდეგ მატჩში მუხლის მყესები დაიზიანა.
დღესვე გახდა ცნობილი, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩს მიუნხენის "ბაიერნსა" და მადრიდის "რეალს" შორის პედრო პროენსა განსჯის. პორტუგალიელმა რეფერიმ 2012 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსაჯი გახლდათ, რომელშიც მიუნხენელებმა "ჩელსისთან" წააგეს.
გიორგი ბალახაძე