თამაშგარე

10:29 | 22.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალისას და ალბერტოს ფუფუნება უყვართ

ალბერტო ჯილარდინო, ვითომ ვისზე რა ნაკლებია ბიჭია, ცნობილ ფეხბურთელებს რომ ჩამორჩეს? თუკი სხვა ფეხბურთელებს ჰყავთ მოდელი და ტანკენარი ცოლები, არც სენიორ ალბერტოა სხვაზე ნაკლები. ჯილარდინოს მეუღლე, მოდელი ალისა ბრეგოლია, რომელმაც ფეხბურთელს უკვე ორი შვილი გაუჩინა.

ალისა ბრეგოლო ერთობ პრეტენზიული ქალიც ყოფილა. როგორც იტალიელი ჟურნალისტები ირწმუნებიან, ჯილარდონოსა და მისი ცოლის მთელი შემოსავალი ფუფუნების საგნების, ძვირადღირებული სახლებისა და ავტომობილების შეძენას ხმარდება.

ცოტა ხნის წინ, ჯილარდინომ, რომის ყველაზე მდიდრულ და პრესტიჟულ უბანში, 4 სართულიანი ვილა შეიძინა, სადაც ძირითადად მის ცოლს უწევს ცხოვრება. როგორც იცით, ალბერტო ჯილარდინო რომისგან მოშორებით, ლომბარდიის ქალაქ ბოლონიაში თამაშობს და ცოლის ნახვას ხშირად ვერ ახერხებს.

 

 

0.12739