ფეხბურთი

19:33 | 12.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ალიანცი” “ბაიერნის” აქციონერი გახდა

გერმანული სადაზღვევო კომპანია “ალიანცი” მიუნხენის “ბაიერნის” აქციონერი გახდა. ამ ინფორმაციას გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

“ალიანცმა”, რომლის სახელიც “ბაიერნის” საშინაო არენას ჰქვია, მიუნხენური გუნდის აქციების 8.33 პროცენტი 110 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. გერმანული სადაზღვევო კომპანია “რეკორდმაისტერის” რიგით მე-3 აქციონერი გახდა. აქამდე, “ბაიერნის” აქციებს “ადიდასი” და “აუდი” ფლობდნენ. ამ სამ კომპანიას მიუნხენელთა აქციების 25% ეკუთვნის, ხოლო დანარჩენ 75%-ს “ბაიერნი” და ამ კლუბის წევრები ინარჩუნებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციების გაყიდვით მიღებული თანხის ნაწილით “ბაიერნი” სტადიონის მშენებლობისთვის აღებულ ვალს დაფარავს, ხოლო ნაწილი ახალგაზრდული გუნდების განვითარებას მოხმარდება.

თეგებიბაიერნი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121169