ესპანური “ვალენსიას” ფრანგმა მცველმა ალი სისოკომ, შესაძლოა, კარიერა ინგლისის პრემიერლიგის “სანდერლენდში” გააგრძელოს.
ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 25 წლის ფეხბურთელის შეძენა “ლივერპულს” სურდა, მაგრამ მერე მერსისაიდელები “გრანადას” ბრაზილიელ გილერმე სეიკეირუზე გადაერთვნენ. მოგვიანებით თავად ალიმ განაცხადა, რომ “ვალენსიაში” დარჩენა სურდა.
Sky Sports-ის ინფორმაციით, ახლა საქმეში პაოლო დი კანიოს “შავი კატები” ჩაერთვნენ, რომლებიც გუნდის გაძლიერების მიზნით მიმდინარე ზაფხულში აქტიურ სატრანსფერო კამპანიას აწარმოებენ. წყაროს ცნობით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან და გარიგება შესაძლოა მხოლოდ თურქულმა “ბეშიქთაშმა” ჩაშალოს, რომელიც სისოკოს შეძენით ასევეა დაინტერესებული.