ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” მცველ ალექსს კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. 31 წლის ბრაზილიელს პარიზელებთან მოქმედი ხელშეკრულება 2015 წლამდე აკავშირებს, მაგრამ “სტად დე ფრანსზე” დარჩენა კიდევ უფრო მეტ ხანს უნდა.
“კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე თითქმის შევთანხმდით. პარიზში თავს კარგად ვგრძნობ და მინდა, მოქმედი ხელშეკრულება 1-2 წლით გავახანგრძლივო”, - ციტირებს მცველის სიტყვებს Goal-ი.
შეგახსენებთ, რომ ალექსი პსჟ-ში ლონდონის “ჩელსიდან” გადავიდა. მიმდინარე სეზონში, ბრაზილიელმა პარიზელთა მაისურით 15 მატჩი ჩაატარა.