ფეხბურთი

11:12 | 7.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალექსი წასვლას არ გამორიცხავს

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” მცველი ალექსი დარწმუნებული არაა, რომ მომდევნო სეზონში ისევ “სტად დე ფრანსზე” იასპარეზებს. ბრაზილიელს პარიზელებთან კონტრაქტი მომდევნო ზაფხულს ეწურება და საქმე ისე მიდის, რომ კლუბის ხელმძღვანელობა უკახანახელთან ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს.

“არ ვიცი, დავრჩები თუ არა პსჟ-ში. ამ შემთხვევაში, ყველაფერი კლუბზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით, ხელმძღვანელობასთან არ მისაუბრია. რაც შემეხება უშუალოდ მე, შემიძლია გითხრათ, რომ დარჩენა მინდა. პსჟ-სთან კონტრაქტი კიდევ წელიწადით მაკავშირებს. პარიზში ბევრი მეგობარი მყავს და ამ კლუბში თამაში მინდა”, - განუცხადა ალექსმა L’Equipe-ს.

შეგახსენებთ, რომ პარიზელებმა ბრაზილიელი ლონდონის “ჩელსისგან” შეიძინეს.

 

თეგებიპსჟალექსი
0.133216