ჭადრაკი

13:00 | 21.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრიას თასზე პაიჭაძემ იმარჯვა

ფოთში ჩატარებული მრავალგზის ოლიმპიური ჩემპიონატის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო ფესტივალი ქართველთა ჰეგემონიით დასრულდა.

ტურნირის გამარჯვებული ლუკა პაიჭაძე (2537) გახდა 7.5 ქულით, ასეთივე მონაგარის მქონე ლევან ფანცულაია (2588) მე-2 იყო, მე-3 ადგილი კი გიგა ყუფარაძეს (2497) ერგო 6.5 ქულით.

6.5 ქულა აღმოაჩნდათ სომეხ ლევონ ბაბუჯიანს (2497) და დავით ზარქუას (2416), რომელთაც შესაბამისად, მეოთხე-მეხუთე პოზიციები დაიკავეს.

ალექსანდრიას თასზე ყველა კატეგორიაში ერთად აღებული, 9 ქვეყნის 369 მოჭადრაკე თამაშობდა, ტურნირის საპრიზო ფონდი კი 32 ათასი ლარი გახლდათ.

0.122662